ახალი ამბები ციტატა

ჩერგოლეიშვილი: საპატრიარქო არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ნინოწმინდაში ხდება

[su_quote] სამეგრელოში შარაგზებზე სიარულისას, ბატებით ვერთობოდი მაგრად – ჯგუფად რომ შემხვდებიდნენ, გავყვებოდი ხოლმე, “საფრთხეში” ერთი რომ აყიყინდებოდა, მერე დანარჩენებიც აყვებოდნენ და იყო ერთი კაკაფონია. ძალიან საყვარელი პერსონაჟები არიან. ხელისუფლებას ევალება ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საპატრიარქო არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც ნინოწმინდაში ხდება და რაც დრო გადის, ვრწმუნდები, რომ რაღაც საზარელი ხდება. ამასობაში, ჩვენმა სახელგანთქმულმა. მინდა ვიყო ელიტამ, მოახერხა და ოპოზიციას ლანძღავს. ნიუსფიდს გადავხედე და ჩემი ზაფხულის ბატები მომაგონდა. ერთმა დაიწყო ოპოზიციის გინება და აყოლილია სოციალურ მცოცავთა არმია – კაი პონტიაო, ჩათვალეს. ამ ხალხს ბავშვები კი არ ანაღვლებს. თავად არიან სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და დამნაშავეებს ეძებენ საკუთარი ისტერიკის გასამართლებლად.
ინფანტილურები არიან [/su_quote]

ამის შესახებ ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ამით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა.  

იტვირთბა....