ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეს საქართველოსთვის ნაკლებად საშიშია – გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

ინდოეთში კოვიდისგან გამოჯანმრთელებულ და გამოჯანმრთელების პროცესში მყოფ პაციენტებში, მუკორმიკოზის, ე.წ.„შავი სოკოს“ შემთხვევები ფიქსირდება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ​კორონავირუსის ახალი შტამების გამოვლენა და მუტაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე დედამიწაზე ადამიანია და სიცოცხლე იქნება.

„რაც შეეხება „შავ სოკოს“… ეს პირველად გავრცელდა ინდოეთში, მუმბაიში. საქართველოსთვის ნაკლებად საშიშია. ამ კუთხით ინდოეთში არის ბევრი კომბინაცია – სიღარიბე, სიბინძურე, სიცხე. ტროპიკული დაავადებები და ა.შ. ის საქართველოს ნაკლებად ემუქრება, რადგანაც ძირითადად ტროპიკული ქვეყნების პრობლემაა.

მჯერა, კორონავირუსს დავამარცხებთ, მაგრამ უნდა დავამარცხოთ სიმართლით და არა ტყუილებით. დინჯი, პრაგმატული ნაბიჯებით, პროფესიონალიზმით, რომლის ნაკლებობაც გვაქვს თითქმის ყველა მიმართულებით. პროფესიონალიზმი – ეს არის ერთადერთი გზა, რომ გამოვიდეთ ჩიხიდან“,- თქვა გიორგი ფხაკაძემ ვიდეომიმართვაში.

მუმბაიში მოღვაწე თვალის ქირურგი, აქშაი ნაირი ამბობს, რომ მან ოპერაცია ჩაუტარა 25 წლის დიაბეტის მქონე ქალს, რომელიც კოვიდისგან 3 კვირის წინ გამოჯანმრთელდა, რომელსაც მუკორმიკოზი განუვითარდა.

იტვირთბა....