ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გვარამია: არ ვიცი ეს კოშმარი უარესია თუ საზარელი ინფორმაციის დამალვა

მთავარი არხის გენერალური ნიკა გვარამია ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და წერს:

“არ ვიცი, ნინოწმინდის პანსიონის კოშმარი უარესია, საპატრიარქოს დუმილი, თუ პროკურატურის მიერ წლების განმავლობაში საზარელი ინფორმაციის დამალვა. ფაქტი ერთია, ეს არც სეკულარული სახელმწიფო არაა და საერთოდაც სახელმწიფო არაა”, – წერს ნიკა გვარამია.

სახალხო დამცველი წლებია აცხადებს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოვლინდა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები ფაქტიურად იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.

იტვირთბა....