ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაყაშვილი სტურუას უპირისპირდება: იმ ადამიანმა თეატრი შემაძულა, გახედვა აღარ მინდა

მას შემდეგ, რაც რუსთაველის თეატრის დასის ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ, მსახიობი და ტელეწამყვანი ნინუცა მაყაშვილი თეატრიდან გაათავისუფლა, ის არცერთ თეატრში აღარ გამოჩენილა.

როგორც ნინუცა მაყაშვილი ამბობს, მომხდარი მოვლენების შემდეგ, მას თეატრში მისვლა აღარ უნდა, რაც, მისი თქმით, რობერტ სტურუას ფაქტორიდან გამომდინარეობს.

„არა და არც მინდა. ჯერჯერობით, ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, როცა არ მსურს თეატრისკენ გავიხედო. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს იქ, სადაც ვარ და რასაც ვაკეთებ. სცენა შეიძლება მენატრება, პროცესი მენატრება.

ამ პროფესიას გულიდან ვერასდროს ამოიგლეჯ და ვერ დაივიწყებ. მაგრამ იმ ადამიანმა, ცოტა ხნით, თეატრი, შემაძულა. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვგულისხმობ. გარკვეული ეტაპი მჭირდება, რომ ეს სიძულვილი გადავლახო. ცოტა ხანი თეატრისკენ გახედვა აღარ მინდა“, – უთხრა  ნინუცა მაყაშვილმა პრაიმტაიმს.

ცნობისათვის, თეატრიდან ნინუცა მაყაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაცემა ფარული კონვერტიდან გახდა ცნობილი. ამ გადაცემაში ნინუცა მყაშვილმა ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. მისი თქმით, თეატრიდან გათავისუფლება ზანგურის მხრიდან ძალადობის ფაქტს არ უკავშირდებოდა, თუმცა სტურუამ ამის შესახებ ყველაფერი კარგად იცოდა.

იტვირთბა....