საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით მან პრემიერ-მინისტრის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილის შესახებ დოკუმენტი უკვე პარლამენტში დასამტკიცებლად გაგზავნა, ჯერი კი ახლა პარლამენტზეა.
„მოგახსენებთ, რომ შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე პარლამენტში დასამტკიცებლად გადავაგზავნე, რათა შეფერხება არ შეიქმნას. ამდენად, ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემირ-მინისტრის კანდდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი პარლამენტზეა“ – განაცხადა მარგველაშვილმა.
მას იმედი აქვს, რომ პარლამენტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურას დაამტკიცებს.
„მე მინდა დაგიდასტუროთ, რომ საქართველოს სჭირდება ეფექტური და ძლიერი მთავრობა, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე დაამტკიცებს ბატონ კვირიკაშვილს, იმედი მაქვს, რომ ის ეფექტურად და წარმატებით გაართმევს თავს ამ ურთულეს დავალებას თავს“ – განაცხადა მარგველაშვილმა.