აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც დგას, როგორც გამოწვევა ჩვენი დემოკრატიის წინაშე” – გრიგოლ გეგელია “ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციასთან შეხვედრაზე

მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ახლა დგას, როგორც გამოწვევა ჩვენი დემოკრატიის წინაშე – შემიძლია ვთქვა, რომ „ქოცურ“ ფასად არავითარი დალაგება არ იქნება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იმ კურსის პირობებში, „როდესაც „ქართული ოცნება“ ეწევა ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ჰყავს პოლიტიკური ტყვეები, არ ნიშნავს არჩევნებს და მიტაცებული აქვს სახელმწიფო, არავითარი გადატვირთვა ევროკავშირთან არ იქნება“.

„[შეხვედრა შედგა] ვაიმარის სახელმწიფოების საგარეო სამინისტროების ევროპის დირექტორებთან, ანუ იმ ადამიანებთან, რომლებიც ქმნიან პოლიტიკის კურსს და პოლიტიკის შინაარსს ჩვენს რეგიონთან და ჩვენს სახელმწიფოსთან მიმართებაში. ასევე შეხვედრას ესწრებოდნენ „ვაიმარის სახელმწიფოების“ ელჩები საქართველოში.

მიმოვიხილეთ ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ახლა დგას, როგორც გამოწვევა ჩვენი დემოკრატიის წინაშე. შემიძლია ვთქვა, რომ „ქოცურ“ ფასად არავითარი დალაგება არ იქნება. თუკი „ქართული ოცნების“ რეჟიმს სურს რაიმე ტიპის ნორმალიზება ევროკავშირთან და ცივილიზებულ მსოფლიოსთან, მათ მოუწევთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა: პოლიტპატიმრების შეწყალება; ახალი არჩევნების დანიშვნა და ურთიერთგანადგურებაზე მომართული პოლიტიკის შეწყვეტა.

ამ კურსის პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ ეწევა ანტიევროპულ რიტორიკას, როდესაც ჰყავს პოლიტიკური ტყვეები, არ ნიშნავს არჩევნებს და მიტაცებული აქვს სახელმწიფო, არავითარი გადატვირთვა ევროკავშირთან არ იქნება“, – განაცხადა გეგელიამ.

გეგელიას თქმით, „ქოცური“ ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ტიპის სტაბილიზაცია შეიძლება მოხდეს ისე, რომ არანაირი ნაბიჯები არ გადადგან, კრახისთვისაა განწირული“.

„შეხვედრა იყო დახურულ ფორმატში, შესაბამისად მე ვერ ვილაპარაკებ შეხვედრის დეტალებზე.

შემიძლია გითხრათ, რომ სტაბილიზაციის „ქოცური“ მოდელი კრახისთვის არის განწირული. თუ მათგან სამოქმედო და რეალური ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, არც არანაირი სტაბილიზაცია არ იქნება. ამიტომ „ქოცური“ ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ტიპის სტაბილიზაცია შეიძლება მოხდეს ისე, რომ არანაირი ნაბიჯები არ გადადგან, არის განწირული კრახისთვის.

„ქოცებს“ მინდა ვუთხრა, რომ შეხედონ კარგად უნგრეთის მაგალითს, შეხედონ რა დაემართათ მათ სულიერ მამამთავარს და მამამთავრებს და დაინახავენ საკუთარ ძალიან ახლო მომავალს“, – განაცხადა გეგელიამ.

ამასთან, გეგელიას ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა „ყველა დრაკონულ რუსულ კანონს“.

„საუბარი იყო კანონებზეც, ყველა დრაკონულ რუსულ კანონზეც და იმ ვითარებაზეც საერთოდ, რომელიც არის შექმნილი ქვეყანაში. ეს ვითარება არის ანტიეროვნული, ანტიქართული, ანტიევროპული. ეს ვითარება არის მხოლოდ „ქოცების“ ინტერესში, ეს არ არის არცერთი ქართველის ინტერესში და პირიქით, ყველა ქართველის სოციალური, ეკონომიკური და ევროინტეგრაციული მომავალი არის დაზარალებული“, – განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრები: გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ბრის როკფეისი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონი.

დელეგაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი შეხვდა. ასევე, შეხვედრა შედგა ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან.

იტვირთბა....