რომის პაპი ლეონ XIV აცხადებს, რომ რელიგიით მანიპულაცია და ომის გამართვა სიწმინდის ღალატია – ნგრევა წამებში მოდის, აღდგენას კი წლები სჭირდება.
“იესომ გვითხრა: „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი“, მაგრამ ვაი მათ, ვინც რელიგიით მანიპულირებს ღვთის სახელით საკუთარი სამხედრო, ეკონომიკური თუ პოლიტიკური სარგებლისთვის და სიწმინდეს სიბნელესა და სიბინძურეში სძირავს…
[…]
ომის ოსტატები თავს წარმოაჩენენ, თითქოს არ იციან, რომ განადგურებას მხოლოდ ერთი წამი სჭირდება. თუმცა, ხშირად მთელი ცხოვრება არ არის საკმარისი აღსადგენად. ისინი თვალს ხუჭავენ იმ ფაქტზე, რომ მილიარდობით დოლარი იხარჯება მკვლელობებზე, განადგურებაზე, მაგრამ განკურნების, განათლებისა და აღდგენისთვის საჭირო რესურსები არსადაა. [ევროსკოპი] ” – ამბობს რომის პაპი ლეონ XIV.

