ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა”- საგარეო

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2026 წლის 16 აპრილს, რუმინული მხარის ინიციატივით, მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ოანა-სილვია ცოიუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პროცესები.

მაკა ბოჭორიშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და ამ კონტექსტში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

ყურადღება გამახვილდა, შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....