ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხელვაჩაურში სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომლების მოწამვლაზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკის 45-მდე თანამშრომელი საკვებით მოიწამლა. საწარმოს საკვებს ერთ-ერთი კომპანია აწვდის.

ფაბრიკის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ მოწამვლა ფრინველის გაყინულმა ხორცმა გამოიწვია.

შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს, გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.

იტვირთბა....