[su_quote]ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლი ისევე, როგორც ზოგ შემთხვევაში, შეიძლება, ეს ყოფილიყო ცალკეული პოლიციელების მიერ გადაცდომის ან გადამეტების ნაწილი. ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მით უმეტეს, იქ თუ არ არის. მარტივად გეტყვით, ეს ბრძანება არ ყოფილა, ეს ერთი, არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა, სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისს ჩემი პასუხისმგებლობაა, გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ. დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია და გავცემ შემდგომშიც ნებისმიერ ფორმატში. მე არა მაქვს ამის არანაირი პრობლემა[/su_quote]
აღნიშნული განცხადება პრესკონფერენციაზე პარტიის – საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.