რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ რიონის ხეობაში აქციის ორი მონაწილე დააკავეს. მისი ქმით, მიუხედავად წინააღმდეგობისა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.
“სულ ცოტა ხნის წინ იყო შეხლა-შემოხლა პოლიციასთან. დაკავებულია ჩვენი ორი თანამებრძოლი. ყოველდღიურად ვართ ამ რეჟიმში, რაც დღეს ნახა ჩვენმა საზოგადოებამ”, – თქვა გოლეთიანმა მთავარ არხთან.
დეტალებს მეტრონომი შინაგან საქმეთა სამინისტორში არკვევს, რომელსაც მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისათვის, ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე თვეა იმართება. 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით აქციის მონაწილეები ჰესის მშენებლობას თბილისში აპროტესტებდნენ. შემდეგ კი ხეობაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
.