ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC ქართველი უკვე ყოფილი მსჯავრდებულის, თეონა ყოლბაიას შესახებ წერს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში სასჯელაღსრულების მინისტრმა პატიმრობიდან გაათავისუფლა.
მინისტრმა კახა კახიშვილმა მისი ვადამდელი გათავისუფლების შესახებ თეონას და საზოგადოებას პირდაპირ ეთერში აცნობა.
თეონა ყოლბაია სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა და რამნდენიმეთვიანი პატიმრობა ჰქონდა დარჩენილი.
“თეონა ყოლბაია 2012 წელს ყაჩაღობის ბრლდებით იყო დაკავებული, მაგრამ მიმდინარე წელს ის მონაწილეობას იღებდა მუსიკალურ შოუში „ახალი ხმა“, სადაც დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. მას შემდეგ რაც თეონა მეოთხედფინალში დამარცხდა, სასჯელაღსრულების მინისტრი სცენაზე ავიდა და საზოგადოებას მისი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ აცნობა. „ჩვენ მას ყურადღებით ვადევნებთ თვალს“- თქვა მინისტრმა. მან ტელეკომპანია „იმედს“ და გადაცემა „ახალ ხმას“ მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ისინი ასეთი ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობენ ხელს. თავად ყოლბაიამ ემოციების და ცრემლების ფონზე საზოგადოებას განუცხადა, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებდა და ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა. „იმედის“ ცნობით ყოლბაიამ ციხეში თავისი ნივთები შეაგროვა და სახლში დაბრუნდა“- წერს BBC.