რუსთავის აზოტის საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არხში, ინტენსიური საძიებო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა 50 წლამდე ასაკის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია მეტრონომს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტრეს.
საძიებო სამუშაოებში, ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-ზე მეტი მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი. მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის ხელოვნურად დაკლებაც მოხდა.
ოჯახის ახლობლების თქმით, მამაკაცი გუშინ, არხში სათევზაოდ ჩავიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა.