aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სიახლე: ვინ არის პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ 238 კაცის სიაში?

aviabiletebi
ავიაბილეთები

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს ხელი მოაწერა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ განკარგულებას. ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით შეწყალების კომისიამ სულ 1452 პირის საქმე განიხილა:

„შეწყალებულია 238 მსჯავრდებული, აქედან 18 ქალია, ხოლო 3 – არასრულწლოვანი. დღესვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დატოვებს სულ 172 მსჯავრდებული, მათ შორის 11 ქალი და 2 არასრულწლოვანი. დანარჩენ 66 მსჯავრდებულს შეწყალების აქტით დარჩენილი სასჯელი შეუმცირდათ“, – განაცხადა ზვიად ქორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.

იტვირთბა....