მსახიობ მარინა ჯანაშიას მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ.
მსახიობს 14:00 საათზე რუსთაველის ეროვნული თეატრიდან გამოასვენებენ.
მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრში დაბრუნდა.
მსახიობი 71 წლის ასაკში 27 მაისს გარდაიცვალა.