ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი 30 მაისს საქართველოში

საქართველოში, 30 მაისს, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგნეტო ავრცელებს.

“ჰაერის ტემპერატურა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში +20, +25 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსია მოსალოდნელი”, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

იტვირთბა....