ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოცნების ყრილობა მეგონა – ჩარკვიანი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე

“მეგონა, რომ ოცნების ყრილობა იყო”, – ასე აფასებს პარტია კანონი და სამართლის ლიდერი თაკო ჩარკვიანი ყოფილი პრემირმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის – საქართველოსთვის დღეს გამართულ პრეზენტაციას.

როგორც ჩარკვიანმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა, გახარიას მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა არსებობს.

“ის უკვე იყო პრემიერმინისტრი და რა გააკეთა, ვნახეთ. ან იყო ყურმოჭრილი მონა და გააკეთებინეს – ეს არის საუკეთესო ვარიანტი, ხოლო თუ მონა არ იყო და თვალების დათხრა აიღო, მაშინ ჯერ პასუხი უნდა აგოს… ერთი საინტერესო ფრაზა თქვა დღეს – მე შემოვდივარ პოლიტიკაში, ოღონდ არავის წინააღმდეგ. ასე არ ხდება. როცა ქვეყანა იღუპება და მიწასთან გართხმულია საქართველო და შენ თურმე, არავის წინააღმეგ არ შემოდიხარ, მე ვფიქრობ, რომ მან გასცა უკვე პასუხი”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ დღეს პარტიის – საქართველოსთვის პრეზენტაცია მოაწყო და საზოგადოებას ახალი პოლიტიკური გუნდის სახეები წარუდგინა.

 

იტვირთბა....