ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ISIS ტყვეებს სხეულის ორგანოებს აჭრიდა: ის შესაძლოა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდეს

„ისლამური სახელმწიფო“ შესაძლოა ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდეს. „როიტერმა“ ექსკლუზიური მასალები ჩაიგდო ხელში, რითაც მტკიცდება, რომ ISIS  შესაძლოა ორგანოებით ვაჭრობდეს.

2015 წლის 31 იანვრის დოკუმენტში ნათქვამია, რომ ISIS ტყვეებს  სხეულის ორგანოებს აჭრიდა. ამის მიუხედავად, „როიტერს“ უნდა ეს დოკუმენტი,  შესაბამისმა ორგანიზაციებმა შეისწავლონ.

გაეროში ერაყის ელჩის თქმით, აღნიშნული დოკუმენტები გაეროს უშიშროების საბჭოზე წარდგენილი უნდა იქნეს, როგორც მტკიცებულება, იმისა, რომ ISIS ადამიანთა ორგანოებით ვაჭრობს.

სულ ახლახანს, ამერიკამ საჰაერო იერიშები მიიტანა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე, დაბომბვებს ISIS-ის „ფინანსური ხელმძღვანელი“ შეეწირა. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოკლული ჯიჰადისტის სახლიდან უამრავი დოკუმენტი ამოიღეს. მათ შორის  იყო მასალები, რომლებიც ტერორისტთა ე.წ  „ქცევის კოდექსს“ განსაზღვრავდა. ამ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ დატყვევებულის მოკვლა და შემდეგ მისი ხორცის ჭამა, თუკი მუსლიმისთვის სასარგებლოა „ისლამური სახელმწიფოს“ კანონებით შესაძლებელია.

 

 

 

 

 

 

იტვირთბა....