მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
“სასამართლო სისტემის პოზიტიური კონოტაციით მოხსენიება, რა გინდა რა მიზეზით, საბაბით თუ მიზნით, დიდი ტყუილი და უკიდურესი სირცხვილია”, – წერს გვარამია.
გიორგი გახარიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “დღეს სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ”.