[su_quote] რატომ ვართ ჩვენ აქ, რატომ ვაფუძნებთ პარტიას საქართველოსთვის? – მე ვიყავი ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილი და მე გადავდექი დაკავებული თანამდებობიდან. გადავდექი სწორედ იმიტომ რომ, პარტია დაშორდა ჩვენი მოქალაქეების რეალურ პრობლემებს. რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემაა. გადავდექი იმიტომ რომ, 8 წლიანი მმართველობის შემდგომ, მმართველი პარტია თავის, თუნდაც ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა, 10-15 წლის წინ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას. არავინ უარყოფს იმას, რომ სასამართლო სისტემა არის ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო 10-15 წლის წინ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვქონდეს იმის ამბიცია, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა იყოს უფრო ეფექტური, სამართლიანი და მაღალი მიზნები დაისახოს. გადავდექი იმიტომ რომ, ერთ კონკრეტულ მომენტში, ჩემთვის გასაგებად და აშკარად, პოლიტიკურმა პარტიამ, მისი პარტიული ინტერესები დააყენა სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა, – ეს იყო რეალური მიზეზი იმ ნაბიჯისა, რომელიც გადავდგი. [/su_quote]
ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საკუთარი პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.