ინფორმაციის თავისუფლების და განვითარების ინსტიტუტი 2020 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც სსიპ-ებსა და დამოუკიდებელ უწყებებში 2020 წელს გაცემულ პრემიებსა და სახელფასო დანამატებს ეხება.
კვლევის თანახმად, სახელფასო დანამატი გაიცა 44 საჯარო დაწესებულებაში – სულ 21,5 მილიონი ლარი.
გთავაზობთ კვლევიდან რამდენიმე მონაცემს. 2020 წელს: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ და 4-მა წევრმა პრემიის სახით მიიღეს – 218,176 ლარი. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ და კომისიის 3-მა წევრმა პრემიის სახით მიიღეს – 128, 208 ლარი ეროვნული ბანკის ორმა ვიცე-პრეზიდენტმა – პრემიის სახით მიიღეს – 94, 760 ლარი. საქართველოს პროკურატურაში თანამდებობის პირებზე სახელფასო დანამატის სახით გაიცა – 731 630 ლარი.