მთავარი ციტატა

სააკაშვილი თბილისელებს: მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს, მოგეწონებათ?

[su_quote]ახლა ვიმყოფები ამსტერდამში, მიმავალ თვითმფრინავში და ზღვაში არის გაკეთებული ქარის ელექტრო სადგურები. როცა ნამახვანი და ჰიდროჰესები შენდებოდა, მაშინ არ იყო მზის, წყალბადის, ქარის ტექნოლოგიები, ახლა ყველაფერი არსებობს, ასე, რომ საქართველოს აქვს შანსი, იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც ამ ეტაპზე. საქართველო უნდა იყოს ექსპორტიორი არა დენის – ძირითადი ექსპორტის წყარო საქართველოში უნდა იყოს, მაღალი ტექნოლოგია, სერვისები, ლოჯისტიკა, ეს ყველაფერი ის არის, რაც შემოიტანს ფულს და შემოსავალს.
ამ ალტერნატიული წყაროებით ჰოლანდიის პატარა მიწა-წყალზე მთლიანად უზრუნველყოფენ თავის თავს, საქართველო მით უმეტეს, ამას შეძლებს.  ბევრი რაღაცა შეიცვალა ბოლო ათწლეულებში მსოფლიოში, ავიღოთ ის, რაც არსებობს თანამედროვე და კარგი და დავიცვათ ჩვენი ეკოლოგია. არ მომეწონა, როცა ქუთაისიდან ჩამოსული მანიფესტანტებს ჩვენი თბილისელები “რომ ჩამოვიდნენ საიდანღაც” – მცხეთასთან რომ გიშენებდნენ ასეთ კაშხალს მოგეწონებათ ? რომელმაც შეიძლება თბილისი წალეკოს… მთლიანად მესმის ქუთაისელების აღშფოთებაც და აღელვებაც. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ისე, როგორც არის საქართველოს ინტერესებში და ხალხი როგორც ითხოვს[/su_quote]

აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

იტვირთბა....