ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ცერცვაძე: ვარაუდობენ, რომ კოვიდგადატანილს იმუნიტეტი ინდური შტამისგან იცავს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებობს ვარაუდი, რომლის მიხედვითაც, კოვიდგადატანილს იმუნიტეტი ინდური შტამისგან იცავს.

ცერცვაძის თქმით, 90%-ში ფაიზერის ვაქცინა ინდური შტამისგან ასევე იცავს.

“ვარაუდობენ, რომ ინდური შტამი იმდენად არ განსხვავდებოდა სტანდარტული შტამისგან, რომ მისგან არ იცავდეს ის იმუნიტეტი, რომელიც აქვს ადამიანის ჩვეულებრივი კოვიდის გადატანის შემდეგ ან ვაქცინაციის შემდეგ. ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, 90%-ში ფაიზერის ვაქცინა იცავს ინდური შტამისგან. დიდი ალბათობით,  სხვა ვაქცინებიც იცავენ, მაგრამ კვლევა არ ჩატარებულა”, – განაცხადა ცერცვაძემ იმედის ეთერში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ინდური შტამის შემთხვევა უკვე დაფიქსირდა.

იტვირთბა....