ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პრობლემაა, რომ მის ხელშია ბავშვების ცხოვრებაზე გადაწყვეტილების მიღება — არღანაშვილი მეგრელიშვილზე

უფლებადამცველმა ანა არღანაშვილმა ვახო მეგრელიშვილზე განაცხადა, რომ ის ბავშვთა უფლებებს არ აღიარებს და ბავშვების ცემას ამართლებს და ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ბავშვების ცხოვრებაზე გადაწყვეტილები მიღება მის ხელშია.

“პარლამენტში გვყავს დეპუტატი, რომელიც ბავშვთა უფლებებს არ აღიარებს და ბავშვთა ცემას ამართლებს.
პრობლემა იმაში კი არაა, რომ ის ამას ლაპარაკობს, იმაშია – რომ მის ხელშია ბავშვების და ადამიანების ცხოვრებაზე გადაწყვეტილებების მიღება.
იმედია პარლამენტი მის ამ განცხადებაზე რამე რეაგირებას გააკეთებს. ადამიანმა ფაქტიურად კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები უარყო და ნინოწმინდის ბავშვთა სახლში გამოკეტილი ბავშვების უკონტროლოდ დატოვებას და სახალხო დამცველის მანდატის გაუქმებას დაუჭირა მხარი”, – განაცახად არღანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, ვახო მეგრელიშვილი პარლამენტში განათლების კომიტეტის წევრია.

“ბავშვებს უფლებები არ გაქვთ. ზოგადად, თუ მიღებულია ბავშვების მიტყეპვა ტრაკოზე, ჩემი საქმე არ არის. ეს მშობლის უფლებაა. პაპაჩემს ჰქონდა დაწნული მავთულისგან მათრახი, რომლითაც მცემდა.
იცით რას გეტყვით? ეკლესიის მხარეს ვარ აი ამ საკითხში [ნინოწმინდის პანსიონატზე] და სასაწაულია, რომ ჩემი მთავარი მოკავშირე ამ თემაზე იქნება ეკლესია”, – განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

როგორც ცნობილია, ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველი ორჯერ არ შეუშვეს, მიზეზად კი დაასახელეს, რომ მეუფე სპირიდონ აბულაძისაგან, რომელიც პანსიონის ხელმძღვანელია, კურთხევა არ ჰქონდათ.

სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშებში საუბარია ნინოწმინდის ბავშვთა სახლში ბავშვების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე, ძალადობაზე, დასჯაზე, გარემოსაგან მათ, თითქმის, სრულ იზოლაციაზე და სხვა მთელი რიგ პრობლემებზე. 2021 წელს კი, მას შემდეგ, რაც უმბუდსმენი პანსიონში საერთოდ აღარ შეუშვეს, ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს ეპაქრიის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა განაცხადა, რომ საერთოდ, ეჭვი ეპარება სახალხო დამცველის კვალიფიკაციაში.

იტვირთბა....