ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გამყრელიძემ ინდურ შტამთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა

დაავათებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, რომელსაც მეტრონომი უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს ქვეყანაში ძირითადად ცირკულირებს ე.წ. ბრიტანული შტამი. ამავე დროს მიმდინარეობს ზედამხედველობა სხვა შტამებთან მიმართებაში. ჩვენათან ამ ეტაპზე, თითქმის 90-დან 100%-ის ფარგლებში გახლავთ ბრიტანლური შტამი.

დღეს ქვეყანაში, 5 ადამიანს დადასტურდა ინდური შტამი. ამ ხუთი ადამიანიდან 2 გახლავთ საქართველოს მოქალაქე, ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია. საქართველოში შემოსული იყვნენ მაისის შუა რიცხვებში”, – თქვა გამყრელიძემ.

დაავათებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შატამი გამოვლინდა.

იტვირთბა....