ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნათელაშვილი გაზის ტარიფის გაძვირებაზე: ახლა დათვალეთ ჩემი ხელფასი და ჩემი სახლის აგურები

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გაზის ტარიფის გაძვირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

„გიხაროდენ დედაქალაქო ბედნიერო. თქვენმა რჩეულმა, ფსიქოლოგიურად სამტრედიელმა ვაგონის პრავადნიკმა, სპორტულად ავტოგოლამ, თქვენებურად ქალაქურ ტურად ძალად გასვეტებულმა თბილისის მილიარდერმა მერმა, გაზის მთავარმა მაფიოზა კალაძემ ისევ გაგიზარდათ გაზის ტარიფი.

ახლა კვლავ დათვალეთ ჩემი ხელფასი და ჩემი სახლის აგურები და შემოდგომაზე კვლავ ნუ მოგვცემთ ხმას. ჰოდა უარეს შედეგებსაც უსწრაფესად ნახავთ. წარმატებებს გისურვებთ.

30 წელია ლეიბორისტებს კბილებით გვეჭირა გაზის ტარიფიც და თქვენ ისევ საკუთარ მახრჩობელებს აძლევდით ხმას“, – წერს შალვა ნათელაშვილი.

ცნობისთვის, 1-ლი ივნისიდან ქვეყანაში ახალი ტარიფი იმოქმედებს და 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი 46.138 თეთრის ნაცვლად 53.972 თეთრი ეღირება.

იტვირთბა....