ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ნუ ვიტყვით დასკვნას, რომ დაძაბული ვითარებაა — ვოლსკი ნინოწმინდის პანსიონზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მეტრონომთან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ სახელმწიფოს სტრუქტურებმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მიმართ შესაბამისი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა მითქმა-მოთქმის დონეზე არსებული სიტუაცია გახადონ ნათელი და ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს საზოგადოებისთვის.

“ნუ ვიტყვით დასკვნას, რომ დაძაბული ვითარებაა. მე არ მახსოვს ისეთი საკითხი, ვერ ვიგონებ, რომელიც ეკლესიის გამგებლობაშია და რაიმე ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ ემოქმედოს ეკლესიას, არა მარტო დღევანდელ  ეტაპზე, არამედ ქართული ისტორიის განმავლობაში ასეთი ნეგატიური ტიპი არ გვაქვს. რაც შეეხება ნინოწმინდის ბავშვთა სახლს, სამწუხაროდ, დეტალების საქმის კურსში არ ვარ. ამასთან დაკავშრებით სახელმწიფოს სტრუქტურებმა შესაბამისი ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა ეს მითქმა-მოთქმის დონეზე არსებული სიტუაცია გახადონ ნათელი და ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის”, – ამბობს ვოლსკი.

იტვირთბა....