aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვოლსკი: ჰესის მოწინააღმდეგეები წმინდა პოლიტიკური ნიშნით შეიარაღებულები აწარმოებენ თავის ანტიპროპაგანდას

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მეტრონომთან ინტერვიუს დროს აცხადებს, რომ რიონის ხეობის მცველების მიმართ კითხვები ჩნდება, მათ შორის ფინანსური რესურსების მობილიზების კუთხითაც.

ვოლსკის მხრივ, ჰესის აშენების საწინააღმდეგოდ ემოციურ დონეზე მიდის ხალხის რესურსების მობილიზება.

“არც ერთი ჯგუფი არ არსებობს ან პოლიტიკური, ან სოციალურ საკითხზე მოდავე, რომლის მიმართ შეკითხვები არ შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებას, მათ შორის რიონის ხეობის დამცველთა ჯგუფის მიმართაც კითხვები ჩნდება. როდესაც ამდენი არგუმენტია იმის მომხრე, რომ საქართველოს ენერგეტიკული სიძლიერე განაპირობებს მის ხვალინდელ დღესა და დამოუკიდებლობას და ამ არგუმენტებზე დეტალური მსჯელობა როდესაც არ მიდის და როდესაც მხოლოდ ზედაპირულ, ემოციურ დონეზე მიმდინარეობს ხალხისა და თუნდაც გარკვეული ფინანსური რესურსების მობილიზება, რასაკვირველია, კითხვები ჩნდება, მით უმეტეს, პოლიტიკურად და სოციალურ-ეკონომიკურად ესოდენ დაძაბულ ვითარებაში. არგუმენტები უამრავია იმის სასარგებლო, რასაც ქვია ჰესის აშენება და ამ არგუმენტებთან დაკავშირებით შენობაზე უარის თქმა. ერთი მცირე მაგალითიც იყო, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად, უარი განაცხადეს, რაღაცა არგუმენტების მომიზეზებით”, – ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

ვოლსკის თქმით, ნამახვანჰესთან დაკავშირებით ექსპერტთა მოსაზრებების სიმცირეა და თემას სიღრმისეული განხილვა სჭირდება.

“ვფიქრობ, ასპარეზზე ნაკლებად ჩანან ექსპერტები. ერთის მხრივ, კომპანიის წარმომადგენელი აწარმოებენ საკმაოდ აქტიურ პროპაგანდისტულ საქმიანობას და მეორე მხრივ, ამ ჰესის მოწინააღმდეგეთა ჯგუფი წმინდა პოლიტიკური ნიშნით შეიარაღებულები აწარმოებენ თავის ანტიპროპაგანდას. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საინფორმაციო ველი ექსპერტთა მოსაზრებებს ამ თემასთან დაკავშირებით. თუ კი ეკონომიკის მინისტრი და მთავრობა შეიძლება განიხილო როგორც დაინტერესებული მხარე, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ არც ერთი მთავრობა, ქართული ოცნება იქნება თუ ნებისმიერი სხვა, არ დაუშვებს იმას, რომ ისეთი პროექტი განხორციელდეს, რომ თაობებს შავ ლაქად გაჰყვება. ასე, რომ ეს გამონათქვამი ჩემი არის მხოლოდ ზედაპირებული, გაცილებით მეტია საჭირო საექსპერტო მოანწილეობა ამ დისკუსიებში”, – ამბობს დეპუტატი.

რიონის ხეობის მცველები ამ დროისთვის გუმათში იმყოფებიან. მათი თქმით, კონკრეტულად სამშენებლო კომპანია ენკას არ მისცემენ ჰესის მშენებლობის უფლებას. თუმცა, ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და ისინი რიონის ხეობის მცველებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

იტვირთბა....