მთავარი ციტატა

სანიკიძე: ნეტავ, მაშინ[1918-1921] ქართველ სამხედროებს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ

[su_quote]იმუნიტეტი 9 აპრილის საქართველოს უფრო აღმოაჩნდა – 30 წელია ვუძლებთ, იმათმა 4 წელი ვერ გაუძლეს. იდეალური იქნებოდა პატიოსან, განათლებულ, იდეებით დატვირთულ ადამიანებს ასეთი იმუნიტეტის მქონე სახელმწიფო შეექმნათ, მაგრამ ეს ახლა ოცნებაა. გენერალი კვინიტაძე ქართული უიღბლო გმირობის სიმბოლოა. დიდი სურვილები ჰქონდა, არ ესმოდათ მათი 26 მაისის ხელისუფლებას, სამხედროების არ ესმოდათ, არმიას არ აქცევდნენ ყურადღებას და ყურადღებას აქცევდნენ ეროვნულ გვარდიას, რომელიც იყო პარტიული. ამან გამოიწვია, რომ როდესაც ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით სერიოზული საფრთხე შეექმნა, ქვეყანა მომზადებული არ აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ 100 000-მდე კაცს ჰქონდა ნაომარი ქვეყნის მასშტაბით, არაჩვეულებრივი ოფიცერთა კორპუსი გვყვავდა, თანამედროვე ომი არ იყო ქართველებისთვის უცხო, მაგრამ გენერლებს ჯარი არ გააკეთებინეს. ნეტავ, მაშინ ქართველ სამხედროებს სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ, გაცილებით უფრო ძლიერ ქვეყანას შექმნიდნენ და იმ დარტყმას მოიგერიებდნენ[/su_quote]

განაცხადა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ ტვ პირველის ეთერში.

იტვირთბა....