ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ქართული ოცნება ვერ ეღირსება, რომ ამნისტიაზე თანხმობა განვაცხადო — მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ქართული ოცნება მისგან ამნისტიაზე თანხმობას ვერ ეღირსება.

“ვერ ეღირსება ქართული ოცნება, ბიძინა ივანიშვილი ჩემგან იმ განცხადების მოსმენას ან იმ განცხადების წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე, ან თითქოს, რასაც ისინი ამბობენ, არ უნდა უარვყო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ “თუ აქვს თავი კობახიძეს”, ამნისტიის კანონპროექტი გაიტანოს, “აბა გაიტანოს”.

 

იტვირთბა....