ახალი ამბები მთავარი სამართალი

სიმბოლურია, მოსამართლეები ავირჩიეთ საქართველოს დამოუკიდებლობლობის დღეს — გვრიტიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მოსამართლეების არჩევა დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა და ეს სიმბოლურია, რადგან მათი ერთ-ერთი გამოწვევა დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა.

“საქართველოს მოსამართლეებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებად ავირჩიეთ ოთხი ღირსეული კოლეგა: გოჩა აბუსერიძე, თემურ გოგოხია, ბადრი შონია და ლევან მიქაბერიძე. სიმბოლურია, რომ მათი არჩევა მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობლობის დღეს, რადგან ერთ-ერთი გამოწვევა მათთვის და დანარჩენი ჩემი კოლეგებისთვის სასამართლოს უკვე მიღწეული დამოუკიდებლობის შენარჩუნება და განმტკიცებაა! ჯანმრთელობას, სიმშვიდეს, წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას გისურვებთ!” – განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე დღეს აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე 29-ე კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა. ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ არჩევნებმა პროტესტისა და აქციის ფონზე ჩაიარა. პროტესტის მონაწილეები, შარლ მიშელის დოკუმენტის საფუძველზე, არჩევნების გადადებას ითხოვდნენ.

იტვირთბა....