იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალარჩეულმა მოსამართლემ, გოჩა აბუსერიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს იზამს, სასამართლო იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე არის.
“ნდობა გამომიცხადა საერთო სასამართლოების მოსამართლეებმა. აღნიშნული წარმოადგენს ჩემთვის ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და ჩემს მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ სასამართლო იყოს უკეთესი, ვიდრე დღეს არის”, – განაცხადა აბუსერიძემ.
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ მოსამართლე წევრად თემურ გოგოხია, ლევან მიქაბერიძე, ბადრი შონია და გოჩა აბუსერიძე დღეს აირჩიეს. მათ კანდიდატურას მოსამართლეთა რიგგარეშე 29-ე კონფერენციაზე მხარი მოსამართლეთა კორპუსის უმრავლესობამ დაუჭირა. ოთხივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ არჩევნებმა პროტესტისა და აქციის ფონზე ჩაიარა.