ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
“103 წლის წინ, 1918 წელს საქართველომ თავი დამოუკიდებელ, დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოაცხადა. ტრაგიკულად, 4 წლის შემდეგ, 1922 წელს საბჭოთა კავშირმა საქართველოს ანექსია მოახდინა და მომდევნო 70 წლის განმავლობაში ქართველი ხალხი სასტიკი ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდა. ამ პერიოდში ათასობით უდანაშაულო ადამიანი მოკლეს ან გადაასახლეს.
ქვეყანამ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ ქართველმა ხალხმა არ დაკარგა დამოუკიდებელი სული. ისინი საიდუმლოდ, ჩუმად, მაგრამ ამაყად აღნიშნავდნენ 26 მაისს თავიანთი უნიკალური კულტურითა და ისტორიით. 1991 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და მომდევნო წელსვე შეერთებულმა შტატებმა დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.
ჩვენი ხალხი, რომელთაც თავისუფლების სიყვარული, შემოქმედებისა და ურთიერთობის სურვილი ამოძრავებთ საბჭოთა ოკუპაციის დროსაც მნიშვნელოვან კონტაქტს ინარჩუნებდნენ. როგორც 1921 წელს მარო მაყაშვილი სწერდა მამას, „ნუ გეშინიათ, გავიმარჯვებთ სახელოვნად!” საბოლოოდ, საქართველომ გაიმარჯვა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!”, – ამბობს დეგნანი საელჩოს მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.