ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გოლეთიანი: ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა

რიონის ხეობის მცველმა ვარლამ გოლეთიანმა რესპუბლიკის მოედანზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები გადაინაცვლებენ ფილარმონიასთან და გიზს სავალ ნაწილს გადაკეტავენ.

“ვაპირებთ, გადავინაცვლოთ ფილარმონიასთან და გადავკეტოთ სავალი გზა. აქვე მინდა, თბილისის მოსახლეობას გადავუხადო მადლობა, რომ გვიდგას გვერდით და იცავს სახელმწიფოს ინტერესებს”, – ეს განცხადება ვარლამ გოლეთიანმა რამდენიმე წუთის წინ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

გოლეთიანის თქმით, ხვალ აქციის მონაწილეები აპირებენ რიონის ხეობისკენ დაიძრნენ და ხელი შეუშალონ უშუალოდ ენკას საქმიანობას და არ მისცენ კომპანიას მუშაობის გაგრძელების საშუალება.

იტვირთბა....