ექს-პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომის შემდეგ დღეს ბიძინა ივანიშვილთან ერთად პირველად გამოჩნდა მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დედის დაკრძალვაზე. ისინი თითქმის ერთად მივიდნენ, რამდენიმე წუთიანი შუალედით. მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სოც-ქსელში, ამ ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება. “ისევ ერთად არიან” – წერს ერთი მხარე. “რატომ არ უნდა იყვნენ? გაგისკდეთ ახლა გულები” – წერს სხვა.
შეგახსენებთ, გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა. მის შემცვლელად ვიცე -პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მოიაზრება.