ახალი ამბები მთავარი ციტატა

უცნობი თბილისის პარალიზებაზე: იმდენი ხალხი არ იყო გამოსული, ქალაქი ამ დღეში ყოფილიყო

[su_quote]პარალიზებაზე მიდის ლაპარაკი. თბილისში ვცხოვრობთ და არა ერთი მიტინგი გვინახავს. პარალიზებას იმდენი ხალხი სჭირდება, რაც პარალიზებისთვისაა საჭირო, ეს თავისით უნდა ხდებოდეს და არა კონკრეტულად, მოინდომოს 100-მა ან თუნდაც 2 000-მა კაცმა და პარალიზება ძალით მოახდინონ. მე ამას არ ვემხრობი. თუ იმდენი ხალხი გამოვა, რომ თავისით მოხდეს პარალიზება კი ბატონო, მაგრამ ადამიანებს ყველას სადღაც მიეჩქარება. დღეს ვნახეთ თბილისი, რომელიც პარალიზებული იყო, მაგრამ ხალხის ეს რაოდენობა არ არის ის რაოდენობა, რომ თბილისი ამ დღეში ყოფილიყო[/su_quote]

ეს განცხადება მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ გადაცემაში კიდობანი განაცხადა. დღეს 24 მაისს 12:00 საათზე რიონის ჰეობის მცველების მიერ მთავრობისთვის მიცემული დრო ამოიწურა. მთავრობამ რიონის ხეობის მცველებს უთხრა, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არ არის მისაღები. რიონის ხეობის მცველების თქმით, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდებოდა, თბილისის პარალიზებას მოახდენდნენ. მთავრობის პასუხის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა მშრალ ხიდთან გზა გადაკეტეს, ხოლო შემდეგ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მათი თქმით, თუ მოთხოვნები არ შესრულდება, დაიწყებენ სხვადასხვა ადგილების პიკეტირებას და მოახდენენ თბილისის პარალიზებას.

იტვირთბა....