აქტივისტი სალომე ბერკერის, თქმით ნამახვანჰესისი საპროტესტო აქციიდან უმცროსმა ფალავანდიშვილმა გამოაძევა და სხვა ადამიანმაც “უფათურა” სამკლაურზე ხელი.
მისივე თქმით, დაპირისპირებულ მხარეებს აუხნა, რომ ეს დაძაბულობა საჭირო არ იყო და თავად ქმნიდნენ ამ სიტუაციას.
“და აი სანამ პირი გავაღე, იქამდე მეცა გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი და ჩამაფრინდა მკლავზე და მიბრძანა, რომ ეს მოვიხსნა, აქ პრაიდი არ არის. მე ვუპასუხე ძალიან მშვიდად, რომ ეს მიკეთია ყოველდღე, ყველგან, უკვე ორი წელია და არ ვაპირებ მოხსნას. ასევე ვუთხარი რომ ეს დაძაბულობა, რაც თავად შექმნა ჩემ ირგვლივ, საერთოდ არავის არ სჭირდება და საქმეს აფუჭებს, და ასევე ვუთხარი, რომ ცოტა ხანში ერთად მოგვიწევდა პოლიციასთან ბრძოლა, და ტყუილად კარგავდა დროს და ფოკუსს.
უცბად დაემატნენ ირგვლივ სხვებიც, იცით ხო როგორც ხდება? ვიღაც სხვამაც მიფათურა ხელი მკლავზე, მოხსნას ცდილობდა, ვიღაცამ საერთოდ “ტრუსიკით რატო ხარ აქციაზე, შარვალი ჩაიცვიო” მომიწოდა, დამესიენ აქედან-იქიდან, რას ჰგავხარო, ვიღაც ქალმა შენნაირების ადგილი აქ არ არისო და ასე შემდეგ.
გამორიდება ვცადე, და მაგის საშუალებასაც არ მაძლევდნენ, გადიო და კარვების გადათელა მომიწია ისე დამეხვივნენ გარს, პროვოკატორს გვეძახდნენ მე და ზუკას, როცა ვცდილობდით ტერიტორიის დატოვებას მიუხედავად იმისა, რომ მივედით მხარდასაჭერად.
ამასაც რისთვის ვწერ არ ვიცი, წინასწარ მიშლის ნერვებს ყველანაირი არასწორი ინტერპრეტაცია რომელსაც ამ ამბავს ეხლა მისცემენ და უბრალოდ იცოდეთ, საერთოდ არაფერში არ მჭირდებოდა მე ეს ყლე თავგადასავალი დღეს”,- წერს ბარკერი.