ზუგდიდის მუნიციპალიტეტის პენსიონერი ქალი დააყაჩაღეს, ადგილობრივების თქმით, ქალი თითქმის 20 საათის განმავლობაში დაბმული იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
დაზარალებული, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მკურნალობს.
სახლიდან წაღებულია 80 ლარი. ფაქტზე გამოძიება ორი მუხლითაა დაწყებული 179-ე (ყაჩაღობა) და 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).