[su_quote] ჩვენ რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება, ჩვენი მთავარი მესიჯი არის, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩვენებამდე და ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. მთავარი საზრუნავი უნდა იყოს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რაც რეალურად აწუხებს, ამ პრობლემის გადაჭრაზე უნდა ვიყოთ ყველანი მომართული და არა რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებში და გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო [/su_quote]
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.