რუსთავში, აპრილისა და მაისის თვეში 8 გველი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფო რუსთავი იუწყება. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის თქმით, სულ 15 გამოძახება შევიდა ცენტრში, თუმცა შხამიანი ქვეწარმავალი არცერთ გამოძახებაზე არ გამოუვლენიათ.
მოსახლეობას, ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, მერიის ცხელ ხაზზე დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეუძლია, სამუშაო საათებში კი შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჯანდაცვის ცენტრს ნომერზე – 341 24 10 44/ 24 28 16.