მთავარი ციტატა

მეუფე სპირიდონი ლომჯარიას პანსიონში არშეშვებაზე: “ლეზბიანკობის”, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისტია

[su_quote]იქ არავისთვისაა კარი დაკეტილი. თქვენ რომ მოხვედით, ვინმემ დაგიშალათ მოსვლა? პირიქით, მე ვთხოვე, რომ მოდით-მეთქი, ხომ გულით დაგხვდნენ? ობიექტივი იყო მოსული, ძალიან დიდი გულით დახვდნენ ბავშვები და ეფერებოდნენ ძალიან. იქ იყო მოსული ბავშვთა დაცვის საზოგადოება, დიმიტრი ლორთქიფანიძე და სხვებიც. იქ მოდის ზღვა ხალხი წელიწადში ორჯერ, დაწყებული მთავრობით, გამგებლები, პარლამენტარები მოდიან და ეფერებიან ბავშვებს. თუ ამ ხალხს უარს არ ვეუბნებით, ლომჯარია რა გახდა? ლომზე კი იწყება მისი გვარი, მაგრამ მართლა ლომი ხომ არ არის, ბავშვები შეჭამოს. ამის მიზეზია, რომ ეს ადამიანები არიან ისეთი იდეოლოგიის პროპაგანდისტები, მიმდევრები და აგრესიული პროპაგანდისტები, როგორიც არის ჰომოსექსუალიზმი, “ლეზბიანკობა”, სოდომია. ისინი კატეგორიულად სთხოვენ სახელმწიფოს, რომ დააკანონონ ერთსქესიანთა ქორწინება, ეს არის ერთადერთი მიზეზია[/su_quote]

განაცხადა მეუფე სპირიდონმა ალტ-ინფოს ეთერში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე საუბრისას. 15 აპრილს სახალხო დამცველის რწმუნებულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა არ მიეცათ. ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა.19 მაისს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონის მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ.

მეტრონომი ემიჯნება ჰომოფობიურ განცხადებებს.

იტვირთბა....