მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ფეისბუქზე პირველ კომენტარს აქვეყნებს კონკურს „მის სამყაროს“ შესახებ:
“ჩემო კარგებო, სამწუხაროდ ასეთი არჩევანი გააკეთეს და მე აღვმოჩნდი 15 კონკურსანტს მიღმა, მაგრამ ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ იმით რომ ასეთი მხარდაჭერა ჯერ არავიზე მინახავს. თქვენ ნამდვილად იმსახურებდით საუკეთესო ადგილს! მიყვარხართ და კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი გვერდში დგომისთვის.”
შეგახსენებთ, რომ ქართველი მოდელი „მის სამყაროს“ კონკურსზე მონაწილეობდა, სადაც ფინალში ვერ მოხვდა. „მის სამყაროს“ კონკურსი სკანდალურად დასრულდა: წამყვანს გამარჯვებულის დასახელება შეეშალა. საბოლოოდ, კონკურსზე ფილიპინელმა გაიმარჯვა.