ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხოშტარია: რა საპატრიარქო, ნინოწმინდის პანსიონში აწამებენ ბავშვებს

“გასაგიჟებელია, რასაც ეხლა პოლიტმეტრში ვუსმენ ნინოწმინდის პანსიონზე. რა პოლიტიკა, რა დუმილი, რა საპატრიარქო, აწამებენ იქ ბავშვებს”, – ამის შესახებ მოძრაობა დროას დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

ნინოწმინდის პანსიონი შესაბამისი რეაგირებისთვის ხოშტარია სახალხო დამცველის აპარატსა და უფლებადამცველებს მადლობას უხდის:

“გაიხსენეთ თქვენი თავი ბავშვობაში, ან საკუთარ შვილებზე წარმოვიდგინოთ, რომ აჩოქებენ და ახოხიალებენ თანატოლების წინ, ამცირებენ. ამას ვინ უშველის მერე, ჯოჯოხეთია ეს! რა მნიშვნელობა აქვს რა გუნდში ხარ, ამას როგორ უძლებთ საერთოდ?! ან რა საზოგადოება ვართ ამას რომ ვუსმენთ და მერე ვაგრძელებთ მშვიდად ცხოვრებას? სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს ეს ჯოჯოხეთი ჩვენ გვერდით! თანამონაწილეები ვიქნებით თუ ამას არ შევცვლით!

მადლობა უფლებადამცველებს და სახალხო დამცველის აპარატს ამ ბრძოლისთვის”, – წერს ელენე ხოშტარია.

15 აპრილს სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა სახალხო დამცველის წარმომადგენლები ნინოწმინდის ბავშვთა სახლში არ შეუშვა. ომბუდსმენის რწმუნებულებს ადგილზე ვითარება უნდა შეესწავლათ.

მიტროპოლიტ სპირიდონის განცხადებით, სახალხო დამცველი ერთნაირსქესიანთა ქორწინების მომხრეა და ამიტომ “ასეთ ქალს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს”.

იტვირთბა....