ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

უკრაინის პოლიციამ ე.წ. ქურდული საერთოსთვის განკუთვნილი 3 მილიონ 200 ათასი დოლარი ამოიღო

უკრაინის პოლიციამ ე.წ. ქურდული საერთოსთვის განკუთვნილი 3 მილიონ 200 ათასი დოლარი ამოიღო. უკრაინული გამოძიების ცნობით, აღნიშნულ თანხას, ერთი ადგილობრივი და ერთი ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი განკარგავდნენ.

თანხის ამოღება იმ სპეცოპერაციის ფარგლებში მოხდა, რა დროსაც კრიმინალური ავტორიტეტი ლაშა ჯაჭვლიანი, მეტსახელად ლაშა სვანი დააკავეს.

სხვადასხვა ვალუტაში დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად ასევე ამოღებულია ძვირადღირებული მანქანები, ცეცხლსასროლი იარაღები და სამკაულები.

იტვირთბა....