სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის, გიორგი საბედაშვილის თქმით, ზაზა გახელაძის დასახსნელად ყველაფერი კეთდება და იმედოვნებს, რომ მალე სასურველ შედეგამდე გავლენ.
ამის შესახებ გიორგი საბედაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
“ზაზა გახელაძის ოჯახის მდგომარეობა გასაგებია, რადგნა უკვე თვებია გახელაძე იმყოფება ოკუპირებული ცხინვალის მიერ ტყვეობაში. ჩვენი მხრიდან კეთდება მაქსიმუმი, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ამ მიმართულებით იკვეთება გარკვეული შესაძლებლობები, რომელიც დაწრმუნებული ვარ, რომ გაგვიყვანს სასურველ შედეგამდე. გახელაძის დახნა მოხდება მხოლოდ ერთი საშუალებით და ეს საშუალება არის საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია”,- ამბობს საბედაშვილი
ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გახელაძე დამნაშავედ ცნეს რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფა) და 322-ე მუხლით (სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა).