ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

იმნაძე ვაქცინაციის პორტალის ტექნიკურ პრობლემაზე: ილონ მასკს გაუჭედა, ხდება, ტექნიკაა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციი პორტალის სისტემური შეფერხება დროებითი იყო და მსგავსი რამ ილონ მასკის სისტემასაც მოსვლია.

“ილონ მასკს გაუჭედა სისტემამ, ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზებია ერთმანეთთან დაკავშირებული. სინოვაკზე საიტი 12:00 საათზე გაიხსნა და 2 საათში 5 ათას ადამიანზე მეტი დარეგისტრირდა. შეიძლება ჭედავს, მაგრამ ფაქტია, რომ 2 საათში 5 370 ადამიანი დარეგისტრირდა. რაც შეეხება სისტემების გაჭედვას, ვაქცინაციაზე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, ამერიკაში, რომ დაიწყო ვაქცინაცია სისტემამ როგორ გაჭედა, ჩეხეთშიც გაჭედა სისტემამ. ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზებია ერთმანეთთან დაკავშირებული”, — აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მანვე განაცხადა, რომ სისტემის გაჭედვზე “ცარიელ ადგილზე ზვავს ნუ ავაგორებთ”.

იტვირთბა....