ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

(VIDEO) მოქალაქე: დიდ დიღომში, ჩემს კორპუსთან, ბიჭი გამეტებით დაჭრეს

მოქალაქე ალეკო გვეტაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს და აცხადებს, რომ დიდ დიღომში, მის კორპუსთან ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს.

“S.O.S. როდესაც სახლში მშვიდად ყოფნა გინდა ადამიანს და ირგვლივ ულმობელი სიგიჟე სუფევს. ჩემს კორპუსთან ბიჭი შელაპარაკებისას დანით გამეტებით დაჭრეს. გადარჩება. უბრალოდ, საშიშია უკვე ცხოვრება. ადგილი – დიდი დიღომი, მესამე მიკრო, მირიან მეფის ქუჩა. მეტი არაფერი ვიცი. სასწრაფო, პოლიცია ადგილზეა…”, – წერს გვეტაძე.

როგორც მეტრონომს შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 117-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....