ისრაელი და ჰამასი საბრძოლო მოქმედებების დასრულების მიზნით, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, სავარაუდოდ, ხელს მოაწერენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელმა ამის შესახებ უკვე აცნობა ეგვიპტეს, რომელიც მოლაპარაკებებში აქტიურადაა ჩართული.
მათივე ინფორმაციით, ისრაელის მხრიდან ამის შესახებ ოფიციალური დასტური ჯერ არ გამოცხადებულა. ამ დროისთვის ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნათანიაჰუ უსაფრთხოების კაბინეტს ხვდება.
ცნობილია, რომ ორივე მხარე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საბრძოლო მოქმედებების დასრულების შესახებ ზეწოლის ქვეშაა.
ჰამასის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ შეთანხმებას ერთ ან ორ დღეში ელოდებიან. ამავე დროს კი, ნათანიაჰყმ განაცხადა, რომ საბრძოლო ოპერაციებს გააგრძელებს მანა, სანამ “სიმშვიდე და უსაფრთხოება არ აღდგება”.
როგორც ცნობილია, ისრაელ-ჰამას შორის საბრძოლო დაპირსპირება 10 მაისს დაიწყო და ათობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.