ახალი ამბები კორონავირუსი მთავარი

ძლივს ცოტა მივიწყებული გადაკოცნა ისევ აღდგა და არ მგონია, კარგი იდეა იყოს — ბუწაშვილი

 მაია ბუწაშვილის განცხადებით, კორონავირუსზე პირველად აცრის შემდეგ მაინც ბევრი ადამიანი ინფიცირდება ვირუსით.
“ცალკეულ შემთხვევებზე დაყრდნობით სტატისტიკაზე ლაპარაკი არასწორია და არ მიყვარს, მაგრამ ამ ერთეული შემთხვევების ერთობლიობა (ჩემამდე მოსული) მაფიქრებინებს, რომ კოვიდის პირველი აცრის შემდეგ საკმაოდ ბევრი ადამიანი ინფიცირდება კორონავირუსით. ამის მიზეზი არ ვიცი რა არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ ან ადამიანები პირველივე აცრის შემდეგ მცდარად მშვიდდებიან, რომ რისკი შეუმცირდათ და სათანადოდ აღარ იცავენ სიფრთხილის წესებს, ან აცრის დროს და აცრის შემდგომ მოსაცდელ სივრცეებში ინფექციის კონტროლი კარგად არ ხდება და ზოგიერთები იქ ინფიცირდებიან”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული ვარაუდი მხოლოდ მას ეკუთვნის და სტატისტიკაზე დაყრდნობით არ მსჯელობს, თუმცა, მეტი სიფრთხილე არ გავწყენდა.
“გარდა ამისა, ძლივს ცოტა მივიწყებული გადაკოცნა ყოველი შეხვედრისას (მათ შორის ფორმალური ჟესტის სახით, სულ რომ არ გიჟდები იმ ადამიანის კოცნაზე), მგონი ისევ აღდგა და არა მგონია, კარგი იდეა იყოს. კოვიდი ჯერ არსად არ წასულა და მართლა ვისთანაც ჩახუტება გვინდა, იმათ თუ გვინდა თავისუფლად ჩავეხუტოთ, სხვა ადამიანებისგან დისტანცირება ამ მხრივ ძალიან გამოგვადგება”, – აღნიშნა ბუწაშვილმა.
იტვირთბა....