უკრაინელმა სამართალდამცველებმა ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარეს. დაკავებულია რამდენიმე კრიმინალური “ავტორიტეტი”. დაკავებულთა შორისაა ქართველი “კანონიერი ქურდი” ლაშა ჯაჭვლიანი, რომელსაც კრიმინალურ სამყაროში “ლაშა სვანის” მეტსახელით იცნობენ. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
უკრაინის პოლიციის ინფორმაციით, ლაშა ჯაჭვლიანი უკრაინის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი გახლდათ.
მან კრიმინალური ტიტული ჯერ კიდევ 1995 წელს მიიღო. ბოლო წლებში კი უკრაინის ერთდროულად რამდენიმე ოლქში აკონტროლებდა კრიმინალურ ქსელს, მათ შორის დნეპროპეტროვსკში, ოდესაში, მიკოლაივში, ზაპორიჟიასა და დასავლეთის რეგიონის ნაწილში.
ლაშა ჯაჭვლიანის აყვანის სპეცოპერაცია უკრაინის ერთ-ერთ სასტუმროში ჩატარდა.